„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრების აქცია

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მიმდებარედ, მშვიდობის ხიდსა და საპატრიარქოს შენობას შორის გზა გადაკეტეს „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა, მათ შორის „ალტინფოს“ წარმომადგენლებმა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმებას აპროტესტებენ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლმა „კონსერვატიულ მოძრაობას“ რეგისტრაცია გაუუქმა, რის გამოც პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. იუსტიციის სახლის გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გახდა. კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მათ პარტია პოლიტიკური მოტივით გაუუქმა, რადგან მათი ხმების წართმევა სურთ, თუმცა, ამას არ დაუშვებენ. პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ თუკი პარტიის რეგისტრაცია არ აღდგება, ისინი მასობრივ პიკეტირებას დაიწყებენ.