სანაპიროზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მიმდებარედ „კონსერვატიული მოძრაობის“ აქცია დასრულებულია. სამანქანო გზა ორი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეები „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმებას აპროტესტებდნენ.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლმა „კონსერვატიულ მოძრაობას“ რეგისტრაცია გაუუქმა, რის გამოც პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. იუსტიციის სახლის გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გახდა.
მოგვიანებით მოძრაობის ლიდერმა ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ პარტია „ქართული იდეის“ დამფუძნებელმა ლევან ჩაჩუამ მათ თავისი პარტია გადასცა და სწორედ ამ პარტიის რეგისტრაციას გამოიყენებენ არჩევნებში მონაწილეობისთვის. პარტიას სახელს შეუცვლიან და ახალი პარტიის ხელმძღვანელი პირები „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერები გახდებიან. თუ ამ გეგმის განხორციელება შეფერხდება, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები რკინიგზის, მაგისტრალებისა და საჯარო დაწესებულებების პიკეტირებას დაიწყებენ.