კონსერვატიული გაერთიანება დაფუძნდა

ახალი სამოქალაქო მოძრაობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე.

ერთი საათის წინ კონსერვატიული გაერთიანება ოფიციალურად დაფუძნდა.

„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – ასეთია ახლად შექმნილი ორგანიზაციის სახელწოდება. დამფუძნებლებს შორის არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარაშვილი, ასევე დაჩი ცაგურია და ირმა სანაძე. დამფუძნებელი შეკრება რუსთაველის თეატრში გაიმართა. ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მთავარ მიზნად ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, დესტაბილიზაციის მცდელობების აღკვეთა და მოქალაქეების მიმართ ბულინგის და ძალადობის ფაქტებზე რეაგირებაა. ახალი მოძრაობის პრეზენტაციას საზოგადოების სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.