კონკურსი ყველაზე სუფთა რეგიონის, ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის, სუფთა ქალაქის, დაბისა თუ სოფლის გამოსავლენად.
უკვე რამდენიმე წელია საუკეთესოებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრები“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ავლენს. ნომინაციებს შორის არის ასევე ყველაზე სუფთა თემი, ლამაზი ქუჩა, სუფთა ლამაზი საწარმო, დაწესებულება, ეზო, ლამაზი აივანი და ლურჯი ნაკადული. 2022 წლის კონკურსის შედეგებით ერთდროულად სამ ნომინაციაში გაიმარჯვა ზუგდიდმა.
როგორ შეხვდნენ ამ წარმატებას ზუგდიდელები, ნახეთ ნატო ბერულავასა და მურადი ფარცვანიას სიუჟეტში.