„სუფთა რეგიონი 2020“

„სუფთა რეგიონი“ – ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით გამოცხადდა. ის 8 ნომინაციას აერთიანებს. მათ შორისაა „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი“ და „ლამაზი ეზო“. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. გამარჯვებულს სპეციალური კომისია გამოავლენს. კონკურსი მეხუთედ ტარდება.