ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან, – შვედეთის მთავრობის მხაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ახალი კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზანის და არქიტექტურის კომპანიებს შეუძლიათ. პროექტის მიზანი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა.
გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ, საკუთარი მომსახურება ევროპულ ბაზარს შესთავაზონ და ადგილზე გაეცნონ ევროპულ გამოცდილებას.