აშშ-ში არეულობის ფონზე კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. ეს იყო ბოლო ფორმალური პროცედურა, რომელსაც აშშ-ის კონსტიტუცია ითვალისწინებს. ამრიგად, „დემოკრატი“ ჯო ბაიდენი 20 იანვარს ფიცს დადებს და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდება. ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის პირობა საჯარო განცხადებაში ცოტა ხნის წინ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დადო. ამას წინ უსწრებდა არეულობა ვაშინგტონში, რა დროსაც ტრამპის მომხრეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. დაიღუპა ოთხი ადამიანი. არიან დაკავებულები. ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები ლევან ახალაიას სიუჟეტში.