დაძაბული პოლიტიკური ვითარება ამერიკაში

დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა ვაშინგტონში. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შენობასთან უსაფრთოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია. ამ წუთებში გრძელდება სხდომა, რომელიც გუშინ საღამოს შენობაში დონალდ ტრამპის მომხრე დემონსტრანტების შეჭრის გამო შეწყდა. არეულობის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამ წუთებში კი კანონმდებლები არჩევნების შედეგებს ამტკიცებენ.