კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

ორპარტიული „მეგობრობის აქტი“, რომლის თანაავტორიც მე ვარ, ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, – ამის შესახებ კონგრესმენმა ბილ კიტინგმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კონგრესმენის თქმით, ქართველი ხალხი თითქმის 30 წელია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნა, რომ ამ მისწრაფების მხარდამჭერია. ორპარტიული „მეგობრობის აქტი“ არის ქართველი ერის მხარდასაჭერად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ მათ სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება“, – ამის შესახებ კი კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა დემოკრატიის დასაცავად გმირულად იმოქმედა. ომის დანაშაულების ჩამდენმა პუტინმა არაკანონიერად მოახდინა 2008 წლიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია. ესენია – „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი. ეს ჩაიდინა ომის დანაშაულების ჩამდენმა პუტინმა. ეს არ იყო შთაგონებული რომელიმე სხვა ალიანსით. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, „მეგობარი აქტი“ შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით და საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას. მისივე თქმით, ის ასევე ითვალისწინებს სანქციებსაც.