უახლესი ციფრული კავშირგაბმულობების საშუალებები და მათი მახასიათებლები, ასევე გამოყენების სფერო – ამ თემებზე ისაუბრეს „მოტოროლა სოლუშენსის“ კონფერენციაზე, რომელიც დედაქალაქში გაიმართა.
სიახლეები კომპანიამ ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურისა და კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო, რომლებიც ოპერატიული კავშირგაბმულობებით ყოველდღიურ რეჟიმში სარგებლობენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის გაყიდვების დირექტორმა, უდო იანკემ, რომელიც ამ მიმართულებას ჯამში 26 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც კურირებს.