თბილისში კონფერენცია „ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში“ მიმდინარეობს.
კონფერენციაზე განიხილება ქალების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობა, გენდერული სტერეოტიპების ფორმირება, გენდერული მრავალფეროვნების გავლენა სამოსამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის გენდერულად მგრძნობიარე სასჯელის დანიშვნის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.