კონფერენცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში

პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ცენტრალურ ოფისში, თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაზე საოლქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და 11 მაისის ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.

დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თბილისის 10 ოლქიდან 5 ოლქის – გლდანის, სამგორის, კრწანისის, დიდუბისა და მთაწმინდის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდებიან.

პირველი აუდიენცია გლდანის ოლქთან გაიმართება.