„ნამდვილი თუ მოგონილი?! – ამ სახელწოდების კონკურსს აცხადებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მე-10 და მე-11 კლასელებისთვის. მიზანი კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა.
მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია. გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი ჟიურის წევრები გამოავლენენ და მათ პრიზები გადაეცემათ.
მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის განმავლობაში 5 პროექტს განახორციელებს.