კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა

ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა. ის 40 ჰექტარზეა გაშენებული. ახალი საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ველური ბუნების სააგენტოს“ მიერ მოხდება როგორც ფლორის, ასევე ფაუნის წარმოება. ადგილობრივი სახეობები ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა და „წითელ ნუსხაშია“. ლევან დავითაშვილი ადგილობრივ მონადირეებსაც შეხვდა და ნადირობის სეზონის გახსნის და რეგულაციების შესახებ ისაუბრა.

ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება.