კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნილია. ახალი შვიდ-ნახევარი კილომეტრის სიგრძის საბაგირო გზა არა მხოლოდ მოთხილამურეებსა და დამსვენებლებს მოემსახურება, არამედ მას ტრანსპორტის დანიშნულებაც იქნება. კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომლის მშენებლობაში 81 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, გუდაურის საბაგიროების ერთიან სისტემაში ერთიანდება და მისი გამტარუნარიანობა საათში 2 800 მგზავრია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური პროექტი, რომელსაც კობის, გუდაურისა და ყაზბეგის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა კომპანიას, ასევე ყველა ინჟინერსა და ტექნოლოგს, რომლებმაც მოკლე ვადებში, ყველაზე რთულ რელიეფსა და კლიმატურ პირობებში აღნიშნული პროექტის რეალიზაცია შეძლეს.
დეტალებით გენო ოსიყმაშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.