კობა დავითაშვილის ცემის საქმე დასკვნით ეტაპზეა და დღეს პროცესზე ბრალდებულის ადვოკატს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ადვოკატის განმარტებით, მას გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა ბრალდებულთან. ამ ფაქტს პროცესის გაჭიანურებას უკავშირებს საქმის პროკურორი. ადეიშვილს დავითაშვილის ცემის ფაქტზე უფლებამოსილების გადამეტება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზება ედება ბრალად.