კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მოწმის სახით ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაზე უარი განაცხადა დაცვის მხარემ.
ბექა ბასილაიას თქმით, ნოღაიდელი ტენდენციურია და წინა ხელისუფლებისადმი რევანშისტულად არის განწყობილი, ამიტომ ზურაბ ადეიშვილთან საუბრის შემდეგ მოწმის აცილების გადაწყვეტილება მიიღეს. ბრალდების მხარისთვის გაურკვეველია, თუ რატომ თქვა უარი დაცვის მხარემ მისსავე მოყვანილ მოწმეზე.