საქართველოს მთავრობის განცხადება

12:03, 11.03.2024

საქართველოს მთავრობის შეშფოთება და ოფიციალური განცხადება ევროკავშირსა და გერმანიას. საუბარია ოთხ მძიმე საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის ევროპულ ვიზიტებზე, რომლებიც ბუნდესტაგსა და ევროკავშირში შედგა.

ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ზურაბ ადეიშვილი რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და მსჯავრდებულია და ბრალდებული არაერთ საქმეზე. მომხდარის გამო, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იმყოფებოდნენ.

მეორე წერილის ადრესატი კი უკრაინაა. მათ საქართველოს მთავრობა იმ დამნაშავეების გადმოცემას სთხოვს, რომლებიც უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები ადეიშვილის საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ.

თეონა ხუბულავა დეტალებით.

 

მსგავსი