კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს
კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” პარლამენტს სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს. არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტზე.
მათი შეფასებით, არსებული სისტემა საშუალებას იძლევა, სასამართლოს გავლენიანი ჯგუფების მიერ სუბიექტური გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. მომზადებული ცვლილებების მიხედვით, ინსპექტორის დამოუკიდებლობის ამაღლების მიზნით მისი არჩევა და გათავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3-ით უნდა მოხდეს, რაშიც არამოსამართლე წევრების ხმაც გადამწყვეტი იქნება.
დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტორს საბჭოს თანხმობის გარეშე უნდა შეეძლოს პროკურატურისთვის მიმართვა.