„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეხვედრას მართავს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურების საკითხებზე გაფართოებულ შეხვედრას მართავს.

შეხვედრაზე კოალიციაში შემავალი 39 არასამთავრობო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე მსჯელობენ.

საუბარი შეეხება სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებასაც. კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმ პროექტებს განიხილავენ, რომლებიც უზენაეს სასამართლოს მოსამართლების შერჩევის კრიტერიუმებზე სხვადასხვა ჯგუფებმა შეიმუშავეს.