კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადება

12:10, 27.12.2018

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც ახალ კონსტიტუციასთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესსა და კრიტერიუმებზე შესაბამისობაში მოვა.

კოალიცია ასევე ითხოვს, რომ პარლამენტმა უარი თქვას ამ ეტაპზე წარმოდგენილი კანდიდატების სიაზე. მანამდე, კოალიციის წევრები დეპუტატებთან კონსულტაციების დაწყებას ითხოვენ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი სია სუბიექტურია და კრიტერიუმები გაუგებარი.

მსგავსი