„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ - განცხადება
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახალ არჩევას ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კონფერენციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც ევრორეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. მესამე სექტორში ვარაუდობენ, რომ გვრიტიშვილსა და მურუსიძეს საბჭოში ადგილი წინასწარგანზრახვით გაუთავისუფლეს, რადგან მიზეზი, რომელიც ყოფილი წევრების მხრიდან თანამდებობის დატოვებისას დასახელდა, არადამაჯერებელია.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოში ორი ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა საქმიანობის შეუთავსებლობის მიზეზით, თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს.