სამედიცინო დაწესებულებები საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან.
საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ყველა კლინიკა ვალდებულია, 2025 წლის პირველ იანვრამდე ახალი სტანდარტები დააკმაყოფილოს. მოთხოვნებს შორის არის ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა. ის საავადმყოფოები, რომლებიც აკრედიტაციას ვერ გაივლიან, სახელმწიფო პროგრამას გამოეთიშებიან. სამედიცინო სექტორმა ცვლილებებისთვის მზადება უკვე დაიწყო, თუმცა ჯანდაცვის ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ კლინიკების ნაწილი მოცემულ ვადაში ვერ ჩაეტევა.