ექიმების პროტესტის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებისთვის მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს და იმ 13 კლინიკის სიას აქვეყნებს, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები გადანაწილდებიან. ჩამონათვალშია როგორც სახელმწიფო ისე კერძო კლინიკები, რომელთა ნაწილმაც მედპერსონალის დასაქმების სურვილი დღეს „მოამბესთანაც“ დაადასტურა.