კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის შედეგები

სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია – ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს შეფასება.

კლინიკებისთვის დიარჯი მეთოდის დანერგვიდან 10 თვის თავზე, უწყების ცნობით დიაგნოზთან დაკავშირებული დაფინანსების ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე მოქალაქეების მხრიდან გაწეული ხარჯი თითქმის სამჯერ არის შემცირებული. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რეფორმას დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ რომ გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. მათი განცხადებით, ონკოლოგიურ და კომბინირებულ ოპერაციებზე ტარიფები ჯერ კიდევ დაბალია და რეალობას არ ასახავს.