კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში. ღონისძიება ქართველი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება. 23-დან 30 სექტემბრის ჩათვლით მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, დევიდ ოისტრახის კვარტეტი, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები – პიანისტი ჟან-ბერნარ პომიე, მევიოლინე ოლგა მარტინოვა, ჩელისტები ჰაიუნგ ჩოი და იბაი ჩენი. ასევე ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი. საფესტივალო ორკესტრს უდირიჟორებს არიელ ცუკერმანი.
ორკესტრის შემადგენლობაში იქნებიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტას“, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.