კითხულობს ავტორი – ბელა ჩეკურიშვილი

15:31, 12.03.2018

ფითრი

როცა საქანელაზე ვირწეოდი,

ეზოში პაპამ თუთის ხეზე რომ ჩამომიბა

და ტოტებს შორის მზეს გავცქეროდი,

ვფიქრობდი, ეს ხე დედაჩემია,

ღამით, ძილგატეხილს, ხელში რომ მიყვანს და

სიმღერით აქეთ-იქით დამატატავებს…

მსგავსი