სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გამო, სააქციო საზოგადოება ქართული ფილმი მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
საუბარია იმ ფოტოსურათზე, რომელზეც კინოსტუდიის ეზოში უწესრიგოდ დაყრილი ფირებია ასახული. თუმცა ირკვევა, რომ სურათი წლების წინ არის გადაღებული და მას ქართული ფილმის უნიკალურ არქივთან კავშირი საერთოდ არ აქვს.
ვითარებაში გარკვევა მოამბემ ადგილზე სცადა.