ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი მაყურებელს კიდევ ერთ ქართულ ფილმს სთავაზობს. ფეისბუქლაივის ფორმატში, კინომოყვარულები ზაზა ხალვაშის ნამუშევარს „ნამეს“ იხილავენ. ჩვენება 22:00 საათზე დაიწყება. მისტიკური დრამა რეჟისორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად არის შეფასებული.