კინოინსტიტუტის ანგარიში

გოეთეს ინსტიტუტში საქართველოს კინოინსტიტუტის წარმომადგენლებმა მედიისა და ინდუსტრიის წევრებს ანგარიში წარუდგინეს. საუბარი ოთხ თვეში განხორციელებული პროექტების როგორც შინაარსობრივ, ასევე   ფინანსურ საკითხებს შეეხო. კინოინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეკრებილებს ბერლინალეზე გამართული შეხვედრების შედეგები გააცნეს, ილაპარაკეს კინოინსტიტუტის სამომავლო გეგმებზეც.