კიბერუსაფრთხოების ლექცია მოხალისეთათვის

თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისეთა ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მათთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია ჩატარდა. ლექციის შემდეგ ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ასევე აკადემიაში არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იუნკერების სასწავლო პროცესს გაეცნენ.