ლეჩხუმში ხვამლობის დღესასწაულს ზეიმობენ. ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ აღავლინა.
ტრადიციულად, ხვამლის მთას წელსაც უამრავი სტუმარი და მომლოცველი ესტუმრა. მორწმუნეებს სწამთ, რომ ამ შეუცნობელ ადგილს ძლიერი და სასწაულმოქმედი ძალა აქვს.