ხურვალეთიდან შშმ პირი გაიტაცეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გაიტაცეს სოფელ ხურვალეთიდან რუსმა სამხედროებმა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.

დაკავების ფაქტს, თვითმხილველებიც ჰყავს. სოფელ ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის ერთ-ერთმა მკვიდრმა, აივნიდან დაინახა როგორ ჩასვეს სამხედროებმა მანქანაში 33 წლის ოთარ სამნიაშვილი. ის საკუთარ სახლთან, დაახლოებით 400 მეტრში იმყოფებოდა. თავშესაფრის დირექტორი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მეტყველება უჭირს. გატაცებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.