ხულოში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი წარადგინა.
შუალედურ არჩევნებში მმართველი ძალიდან ხულოში მონაწილეობას ვახტანგ ბერიძე მიიღებს.
კანდიდატის წარდგენას დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მმართველი გუნდის სხვა ლიდერები. მათი განცხადებით, ვახტანგ ბერიძე წარმოშობით ხულოდან არის და ის საუკეთესოდ შეძლებს ადგილობრივების ინტერესების გატარებას.