ორი რეგიონის დამაკავშირებელი, ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება. საერთო ჯამში, ასფალტბეტონის საფარი უკვე დაგებულია გზის 31-კმ-იან მონაკვეთზე და გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი. რეაბილიტირებულია გზა კურორტ ბეშუმის გადასახვევამდეც. სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დანარჩენ მონაკვეთებზე. ხულო-ზარზმის გზა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შემადგენელი მონაკვეთია. გზის რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც და ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო საათსა და 30 წუთით შემცირდება.