საქართველოს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრილიჩ რადმანი ეწვია.
ეს არის ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება. ხორვატიის პირველი დიპლომატი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. ის უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. შეხვედრის შემდეგვე ერთობლივი განცხადებაც გაკეთდა.