„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, წისქვილკომბინატების მუშაობა გაჩერდა. მიზეზი რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადია. ლევან სილაგავას თქმით, მათ საუბარი ჰქონდათ მთავრობის წარმომადგენლებთან და შესთავაზეს გამოსავალი, რომელიც წისქვილ-კომბინატების ამუშავებას და ქვეყანაში ხორბლის მუდმივ ორთვიანი მარაგის არსებობას ითვალისწინებს. თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, მათთვის ჯერ ცნობილი არაა.