ხორბლისა და ფქვილის მარაგები

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა რამდენიმე დღის წინ ხორბლისა და ფქვილის მარაგების შესახებ გამოწვეულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, მისი განცხადებით, საზოგადოებაში გაუგებრობა და აჟიოტაჟი მედიის ნაწილის მხრიდან არასრულად გაშუქებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. ლევან სილაგაძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ ეკონომიკურ გუნდთან გრძელდება მსჯელობა წისქვილკომბინატების, როგორც სეზონზე ამუშავების, ასევე შემდგომში სტაბილურად მუშაობის გაგრძელების საკითხებზე.

დატოვე კომენტარი