კოვიდ-19-ის პანდემიამ გარკვეული პრობლემები შექმნა იმპორტის კუთხითაც. მათ შორისაა ხორბალი. რუსეთმა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია, ექსპორტი შეზღუდა. თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის და მარაგების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება. დღეს საქართველოში დამატებით 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. რაც შეეხება ფასებს: პურპროდუქტები იმ ცხრა პირველადი მოხმარების პროდუქციაში შედის, რომელთა ფასების მატება ლარის გაუფასურების ფონზე, სახელმწიფომ უკვე დააზღვია.