ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე და გიორგი მენაბდის ეპიზოდი. რა ჩვენებას მისცემენ დღევანდელი მოწმეები. გამოიკითხება სამი თვითმხილველი. ისინი ბრალდების მოწმეები არიან. დაცვის მხარე განმარტავს, რომ მათ გიორგი მენაბდის მიმართ მამხილებელი ჩვენება არ მიუციათ. პროკურატურის პოზიციით, სურათის სრულად აღსადგენად მნიშვნელოვანია ყველა მოწმის ხელახლა მოსმენა. გიორგი მენაბდე ამ საქმეზე ყველაზე ბოლოს, 6 თვის წინ დააკავეს, მას დავით სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, თუმცა ბრალს არ აღიარებს.