ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოში სხდომა დღეს 3 საათზე გაიმართება.
პროცესზე დაზარალებულებს დაკითხავენ. განხილვები მტკიცებულებების გამოკვლევით იწყება. მოუსმენენ ბრალდების მხარის მოწმეებსაც, დაცვის მხარე კი ახალ მასალებს წარმოადგენს.
საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში არსებობს, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.
საქმეზე ორი მოზარდია დაკავებული, რომლებსაც ჯგუფურად, განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.