ხონში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა ხონში. ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. ასევე შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული.

მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყო. ხონის რაიონის სამმართველოში 40 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს. ახალი შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა.