ხმაურის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

გადაჭარბებულ ხმაურზე სანქციები მკაცრდება.

ფინანსური ჯარიმები ორმაგდება. ექვსი წლის წინ მიღებული კანონი პრობლემასთან საბრძოლველად არაეფექტური აღმოჩნდა. რესტორნების და კაფე-ბარების მხრიდან რეგულაციის ხშირი დარღვევის გამო თბილისის მერიამ კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში გადასაგზავნად მზადდება. თუ კონკრეტული ობიექტი ხმაურის დასაშვებ ზღვარს გადაამეტებს, 1 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში ფინანსური სანქცია 10 000 ლარამდე ადის. როგორც ირკვევა, ობიექტების დიდი ნაწილი საკანონმდებლო რეგულაციის დაცვას დღემდე მოქმედი მცირე ჯარიმების გადახდას ამჯობინებდა, რის გამოც წლების განმავლობაში მერიაში მოქალაქეების ათასობით საჩივარი დაგროვდა.