აჭარის მთავრობის სახლი დღესაც მოვლენების ეპიცენტრში მოექცა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ექსცესების და დაკავების გარეშე არც დღეს ჩაუვლია. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით შეკრებილებმა, შენობასთან ბუშტების დამაგრება და პერფორმანსის მოწყობა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიცაა. იყო პოლიციელთა კორდონის გარღვევის მცდელობაც. ასეთი სურათია ყოველდღე აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციური პარტიები 7 ნოემბრის შემდეგ აქციებს მართავენ.
თამუნა წიკლაური დაინტერესდა, არის თუ არა ბათუმის აქციები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეთანხმებული.