ხმაური ზუგდიდის საკრებულოში

ხმაური ზუგდიდის საკრებულოში. სხდომათა დარბაზში „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრები შიმშილობას აგრძელებენ. დღევანდელი დაპირისპირება ზუგდიდის ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა. ანი წითლიძის თქმით, მსჯელობა დაჩქარებული წესით ხდება, რადგან ბევრ რაიონში ხელისუფლებას უმრავლესობა აღარ ჰყავს. ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში კი, მერის ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

მოშიმშილეებს წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესო ჭეჟია შეხვდა, რომელმაც მათ სხდომათა დარბაზის დატოვება სთხოვა, თუმცა მოშიმშილეები არ დათანხმდნენ, რამაც კამათი გამოიწვია.