ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა – დღევანდელ სხდომაზე უნდა განეხილათ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული, საკრებულოს ცხრა პოლიტიკური თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხი. მაგრამ სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, რადგან სხდომას თავდაპირველად მხოლოდ ფრაქცია „გახარია-საქართველოსთვის“ სამი წევრი და ფრაქცია „ახალის“ 14 წევრი ესწრებოდა. ერთ საათში სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებიც მივიდნენ, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს და, შესაბამისად, სხდომა ვერ შედგა.
სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და პარტია „ახალის“ დეპუტატები. დაპირისპირებაში მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. სხდომაზე პლაკატებით მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სადავო კანონს აპროტესტებდნენ. სხდომას ესწრებოდნენ აიპიების თანამშრომლები და საჯარო მოხელეები.