დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც წინ უძღოდა 2020-21 წლებში საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული ურთიერთბრალდებები.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძე შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია. ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იდო. სიტუაციის განმუხტვა მანდატურის სამსახურმა სცადა, რის შემდგომაც სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა. სხდომა კვლავ მწვავე პოლიტიკური განცხადებებით განახლდა, რის შემდგომაც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავიდნენ. დღეს მხარი დაუჭირეს დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს, ასევე გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებსა და მეღალტექნოლოგიური კვლევების სრულად დაფინანსების ინიციატივას, რომელიც თბილისის მცხოვრებლებისთვის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.