ხმაური იყო სამტრედიაში, 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ, სადაც ცოტა ხნის წინ აქცია გაიმართა. ადგილზე ოპოზიციური პარტიების – „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა და 40 უბანზე შემაჯამებელ ოქმში დისბალანსია.
აქციის მონაწილეები 20 უბნის გაბათილებას, ხოლო 20 უბნის ხელახალ გადათვლას ითხოვენ. ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რამაც ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია.