ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დარეგისტრირებას.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა. ოპოზიცია კანონპროექტს „რუსულს“, საპარლამენტო უმრავლესობა კი „ევროპულს“ უწოდებს. ორივე მხარე ერთმანეთს ტყუილსა და ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღდეგ მიმართულ ნაბიჯებში ადანაშაულებს. ოპოზიცია პარლამენტში ალტერნატიული ინიციატივებით გამოდის. დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტში დაბრუნებულ ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.