ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიური ანგარიშით 30 ივნისს წარდგება. საკითხის განხილვას დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თარიღი დაგვიანებულია და ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უფრო ადრე უნდა მივიდეს. ბოკუჩავას თქმით, პრემიერი ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებს და პარლამენტმა მისგან პასუხები უნდა მოითხოვოს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ხელისუფლების წინააღდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიასა და პოლიტიკურ მანიპულაციებში ადანაშაულებს.